ვინაიდან ჰიდროელექტროსადგურის ოპერირება, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობისგათვალისიწინებით, მაღალ რეგულირებად სფეროს წარმოადგენს, ადგილობრივი კანონმდებლობისა დასაერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის თვალსაზრისით, კომპანიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტსწარმოადგენს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშიყოფნა. კომპანია აცნობიერებს, რომ მაღალ რეგულირებადი გარემო მოითხოვს შესაბამის ვალდებულებებს, ამიტომჩვენს ძირითად მიზანს წარმოადგენს პროექტის განვითარება სათანადო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. კომპანია მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს, რათა შეამციროს გარემოზე ზემოქმედების რისკები, პროექტშიჩართულია ამ სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტები.

კომპანიის მიზანია შეინარჩუნოს მდინარე ლახამის ბიომრავალფეროვნება. ლახამის ჰესების ინფრასტრუქტურამოიცავს თევზსავალს, რაც უზრუნველყოფს თევზის უწყვეტ მიგრაციას. მდინარე ლახამის იქთიოფაუნის კვლევისადა მონიტორინგის პროგრამა შემუშავდა და განხორციელდა საუკეთესო ქართული და საერთაშორისოგარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანიების მიერ.

პროექტის ადრეულ ეტაპზე მშენებლობის დაწყებამდე, ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო განხილვებისა და ნებართვის მისაღებად, მომზადდა და კომპეტენტურ ორგანოებს წარედგინასრულყოფილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანიგარემოსდაცვითი დოკუმენტები, რაც უზრუნველყოფს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო გარემოსდაცვითი დასოციალური ზემოქმედების იდენტიფიცირებას და შეფასებას, პოტენციური გაუმჯობესების შესაძლებლობებისიდენტიფიცირებას და ნებისმიერი ზომების რეკომენდაციას, რომელთა თავიდან აცილება არის საჭირო ან სადაცთავიდან აცილება შეუძლებელია, უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და შერბილებას.

საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის ინვესტორის მოთხოვნათა შესაბამისად, კომპანიამ აიღოკონკრეტული გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები. ჩატარდა შესაბამისი გარემოსდაცვითი დასოციალური კვლევები, კომპანიამ მოამზადა და საჯარო განხილვებისა და შენიშვნებისთვის გამოაქვეყნა ბუნებრივდა სოციალური გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) პაკეტი, მათ შორის ჯანმრთელობისა დაუსაფრთხოების გეგმა, არატექნიკური რეზიუმე, ნარჩენების მართვის გეგმა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

კომპანიის მენეჯმენტი, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯერი ზედამხედველობას უწევსგარემოსდაცვით და სოციალური საქმიანობის პროგრესს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ძირითადიდოკუმენტები, რათა მოხდეს საზოგადოების მეტად ინფორმირებულობის ხელშეწყობა.

 

ჩვენი სოციალური მენეჯმენტი წარმოადგენს კომპანიის მმართველობის განუყოფელ ნაწილს და ხაზს უსვამს ჩვენისოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. კომპანია მხარს უჭერს საქმიანობის გამჭვირვალობას დაყველა სოციალური პასუხისმგებლობის და მოქმედების განხორციელებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისსაფუძველზე.

ლახამი ჰესის პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია ზრუნავს სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებისგაუმჯობესებაზე. ლახამის პროექტის პოზიტიური გავლენა და სარგებელი მოიცავს ადგილობრივი მაცხოვრებლებისდასაქმებას მშენებლობის ეტაპზე (დაახლოებით 100 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებულიმშენებლობის აქტიურ ფაზაზე), ასევე აღსანიშნავია, ისეთი სოციალური პროექტების განხორციელება, როგორიცარის სოფელ ლახამში 500 ადამიანზე გათვლილი რიტუალების სახლის მშენებლობა, სასმელი წყლის სისტემისპროექტი, რომლის საშუალებით სოფელ ლახამის 50 ოჯახი დაკავშირებულია წყლის რეზერვუართან უწყვეტიწყალმომარაგებისთვის, სოფელ ლახამის და ლუხის  ელექტროფიკაცია, ძველი საყრდენი ბოძების დაელექტროსადენების გამოცვლის საფუძველზე, მესტიის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები, სოფელ ლახამსა დალუხში საფეხმავლო ხიდების მშენებლობა და სოფელ ლახამის სასაფლაოს შემოღობვა. აღსანიშნავია, რომკომპანია იცავს ეგრეთ წოდებულ კეთილმეზობლურ პრინციპებს, ამიტომ, შეძლებისდაგვარად, სოციალურიმხარდაჭერა ხორცილდებოდა არა მხოლოდ სოფელ ლახამში, არამედ მოიცავდა სოფელ ლუხსა და მესტიას.

ასევე აღსანიშნავია კომპანიის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი მესტიის მუნიციპალიტეტისბიუჯეტში, რომელიც ყოველწლიურად გადახდილი ქონების გადასახადის გადახდის სახით აისახება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ შეიმუშავა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა. დოკუმენტი უზრუნველყოფს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები შეძლებენკომპანიასთან წარადგინონ მათი კომენტარები ან გამოხატონ მოსაზრება, კერძოდ ეს მექანიზმია – საჩივრისწარდგენის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულიმხარეებს წარუდგინონ კომპანიას საჩივარი.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ღია კომუნიკაცია და დაინტერესებულ მხარეთა სათანადო ჩართულობა უფროგაგვაძლიერებს და მეტად პასუხისმგებლიან კომპანიად გვაქცევს საქართველოს ბაზარზე.

ერთის მხრივ, ლახამი ჰესის პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოფელ ლახამის სოციალურ-ეკონომიკურგანვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, სარგებელს მოუტანს საქართველოს მისი ენერგოდამოუკიდებლობისგაძლიერების პროცესში.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია კომპანიის მიერ მშენებლობის ეტაპზე განხორცილებული ყველასოციალური პროექტი.