შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2013 წელს. კომპანიის მიზანია საქართველოში ენერგეტიკული პროექტების შემუშავება და განხორციელება. ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტის მშენებლობა დაიწყო 2017 წელს. ლახამის ჰესი არის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდ. ლახამზე, რომლის წლიური საშუალო გამომუშავება შეადგენს 80,000,000 კვტ.სთ. ლახამის ჰესი დაკავშირებულია ეროვნულ ქსელთან 35/6 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით.

შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის თანამფლობელებს  წარმოადგენენ შპს  სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო III, შპს ჯეო ჰიდრო კაპიტალ გრუპი და შპს ენერჯი სოლუშენს.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH არის საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წლის აგვისტოში და ამ დროიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის მიზანია, საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. კომპანიისთვის ასევე, უაღრესად  მნიშვნელოვანი ასპექტია, პროექტების არა მხოლოდ კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ მათი გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების შენებასთან დაკავშირებული გამოცდილებით. CCEH-ი,  პროექტის გამავითარებლებთან ერთად, ქმნი საერთო ხედვას და სტრატეგიას, რათა ფინანსურ მოგებათან ერთადმიაღწიოს არამატერიალურ წარმატებას, რაც CCEH-ის საინვესტიციო ფილოსოფიის საფუძველია. ეს ფილოსოფია დიდწილად გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეულ დადებით შედეგებს.

შპს ენერჯი სოლუშენს დაარსდა 2014 წელს, რომლის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და განვითარება. კომპანიის ძირითადი მიმართულებები ჰიდროენერგეტიკის ბიზნესში არის საკონსულტაციო მომსახურება და პროექტების შემუშავება. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სრულ ტექნიკურ, ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას, მათ შორის ახალი პროექტის შესაძლებლობების განსაზღვრასა და არსებული ჰიდროელექტროსადგურების ოპტიმიზაციას. პროექტის შემუშავება მოიცავს პროექტების იდენტიფიცირებას საწყის ეტაპზე, საჭირო კვლევების ჩატარებას, დაფინანსების მოპოვებას და პროექტის ყოველდღიური მენეჯმენტის წარმართვას წარმატებული შედეგის მისაღწევად. კომპანიამ შექმნა მყარი და სანდო მენეჯმენტის მქონე საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სფეროში.

შპს ჯეო ჰიდრო კაპიტალ გრუპი დაარსდა 2013 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარება საქართველოში.