ვინაიდან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ოპერირება, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისიწინებით, მაღალ რეგულირებად სფეროს წარმოადგენს, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის თვალსაზრისით, კომპანიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა. კომპანია აცნობიერებს, რომ მაღალ რეგულირებადი გარემო მოითხოვს შესაბამის ვალდებულებებს, ამიტომ ჩვენს ძირითად მიზანს წარმოადგენს პროექტის განვითარება სათანადო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. კომპანია მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს, რათა შეამციროს გარემოზე ზემოქმედების რისკები, პროექტში ჩართულია ამ სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტები.

კომპანიის მიზანია შეინარჩუნოს მდინარე ლახამის ბიომრავალფეროვნება. ლახამის ჰესების ინფრასტრუქტურა მოიცავს თევზსავალს, რაც უზრუნველყოფს თევზის უწყვეტ მიგრაციას. მდინარე ლახამის იქთიოფაუნის კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა შემუშავდა და განხორციელდა საუკეთესო ქართული და საერთაშორისო გარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანიების მიერ.

პროექტის ადრეულ ეტაპზე მშენებლობის დაწყებამდე, ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო განხილვებისა და ნებართვის მისაღებად, მომზადდა და კომპეტენტურ ორგანოებს წარედგინა სრულყოფილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დოკუმენტები, რაც უზრუნველყოფს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების იდენტიფიცირებას და შეფასებას, პოტენციური გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და ნებისმიერი ზომების რეკომენდაციას, რომელთა თავიდან აცილება არის საჭირო ან სადაც თავიდან აცილება შეუძლებელია, უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და შერბილებას.

საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის ინვესტორის მოთხოვნათა შესაბამისად, კომპანიამ აიღო კონკრეტული გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები. ჩატარდა შესაბამისი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევები, კომპანიამ მოამზადა და საჯარო განხილვებისა და შენიშვნებისთვის გამოაქვეყნა ბუნებრივ და სოციალური გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) პაკეტი, მათ შორის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმა, არატექნიკური რეზიუმე, ნარჩენების მართვის გეგმა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

კომპანიის მენეჯმენტი, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯერი ზედამხედველობას უწევს გარემოსდაცვით და სოციალური საქმიანობის პროგრესს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ძირითადი დოკუმენტები, რათა მოხდეს საზოგადოების მეტად ინფორმირებულობის ხელშეწყობა.